воскресенье, 26 октября 2014 г.


პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის ბოლო დღე -  დღე გამოცდილებების გაზიარებისა და "დიდი ვნებათაღელვებისა", რამეთუ ერთმანეთს მოვევლინეთ შავი და თეთრი ოპონენტების ამპლუაში. განვიხილეთ ჩვენი პორტფოლიოები და კიდევ უფრო მეტად გავიზარდეთ!
მადლობა იმისთვის, რომ ასეთ პროდუქტულ ტრენინგებს გეგმავთ, იმისთვის, რომ გვეხმარებით სწავლა-სწავლების ეფექტურობაში, პროცესის სწორად წარმართვაში.
გარდა იმისა, რომ პროექტებში გავთვითცნობიერდი, ვისწავლე ბლოგზე მუშაობა და დავრწმუნდი  ელექტრონული პორტფოლიოების უპირატესობაში.
მადლობა, ველი ახალ  ტრენინგებს,
ნახვამდის და შეხვედრამდე...
გვანცა, დიდი მადლობა, მომენატრებიიი...

суббота, 25 октября 2014 г.

მერვე დღე


ტრენინგის მერვე დღე, ვუახლოვდებით დასასრულს. 
დღეს  განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვის დროს, ასევე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩემი და ჩემი მოსწავლეების პროდუქტულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, გავერკვიე, როგორ ვიმუშაო ბლოგზე, როგორ შევცვალო მისი დიზაინი, დავამატო ბმულები და ა. შ.
მადლობა...

воскресенье, 19 октября 2014 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისწავლე,  როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა, გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებს და  განვსაზღვრეთ, რამდენად არის თემის მიზანთან შესაბამისობაში.ასევე,
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, შევეცდები, დღევანდელი გამოცდილებით დავეხმარო მოსწავლეებს წარმატებების მიღწევაში.
მადლობა..
 

суббота, 18 октября 2014 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღე...
ტრენინგი ახალ ფაზაში გადავიდა, ჩვენივე მოფიქრებული პროექტები თავსატეხად გვექცა...
მათ მოსწავლის როლში მოვერგეთ , რამაც საკმაოდ დაგვაფიქრა, გავითავისეთ, როგორ დაისახოს პრობლემის გადასაჭრელი გზები, როგორ წარმოებდეს კვლევა, როგორ აიგოს დიაგრამა, რომელშიც  აისახება კვლევის შედეგები.
დღის დასაწყისში კარგი იყო ერთმანეთზე გაკეთებული კომენტარების კიდევ ერთხელ მოსმენა ანალიზით, საჭირო რჩევებით, რაც  გვანცას დამსახურებაა.
მადლობა, ამ დღის წყალობით ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ უფრო გაიზარდა, მე შემდეგი პროექტის განხორციელებისას  მეცოდინება, რეალურად როგორ დავგეგმო იგი...
ყველა წინააღმდეგობა და ბარიერი ხომ უკვე თითქმის ერთად გადავლახეთ!
მადლობა...

вторник, 14 октября 2014 г.

მეხუთე დღე


ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში, ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება, ატვირთულ დოკუმენტში ჩასწორებების შეტანა, ასევე, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, რომ არ გამომივიდეს სხვისი ნამუშევრის მიტაცება, მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის ფორმებისა და ინტერნეტში მოძიებული მასალების სანდოობის დადგენა.  რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო ამიმაღლა ტექნოლოგიური ცოდნის დონე და საოფისე პროგრამების ცოდნაც გამიღრმავდა. ამას შესანიშნავად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, არა მარტო პროექტების მომზადებაში დამეხმარება, არამედ სხვა აქტივობების განხორციელებაშიც, თან ჩემი მუშაობა ონლაინში აისახება, რაც ჩემს პასუხისმგებლობას გაზრდის, ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა  ხომ ამის საშუალებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება...


воскресенье, 12 октября 2014 г.

კიდევ ერთი დღე და კიდევ  ერთხელ შეძენილი საინტერესო, მეტად საჭირო და გამოსადეგი მასალა იმისთვის , რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს მრავალფეროვანი, მოსწავლეებისათვის სახალისო და ჩემთვისაც ადვილად სამუშაო. მომეწონა, ,თან ძალიან ის, რაც დღეს გავიგე, ვფიქრობ, შეფასების დროის სქემა პროექტის მომზადებაში მომეხმარება, ამის საშუალებით დავრწმუნდები, რამდენად სწორად მაქვს დაგეგმილი და სინქრონულად გაწერილი გეგმა, გარდა ამისა, კმაყოფილი დავრჩი იმითაც, რომ პრეზენტაციის მომზადებაში  გავიღრმავე ცოდნა. ჩემი და ჩემი მოსწავლების მუშაობაში ხომ ამას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს!
გმადლობთ!

суббота, 11 октября 2014 г.

დღეს ტრენინგის მესამე დღეა...
კმაყოფილი ვარ, თან ძალიან, იმიტომ, რომ ვისწავლე, როგორ დამესვა პროექტის გეგმაში მიმართულების  მიმცემი საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ონლაინ რეჟიმში გავიხსენე, როგორ ამეტვირთა საჭირო დოკუმენტაცია.
მადლობა გვანცას და ტრენინგსაც!

воскресенье, 28 сентября 2014 г.

დღეს პროექტის მეორე დღე იყო, ისევ მოვიხიბლე, ვარ ძალიან კმაყოფილი იმთ, რომ კიდევ უფრო მეტი რამ გავიგე:  პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, ბუკლეტებისა და სხვა შემოთავაზებული შაბლონების კეთება, მეგონა, ვორდის ყველაფერი ვიცოდი (რა ხმამაღალი ნათქვამია არა?!) და აღმოვაჩინე საინტერესო უცნობი დეტალები...
კიდევ გმადლობთ!

суббота, 27 сентября 2014 г.

დღევანდელი დღის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ სიახლეებს შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს და ვცდილობ  გაკვეთილებზე მათგან მიღებული ცოდნის დანერგვას.
პირველივე დღეს გავიგე, რას ნიშნავს ტერმინი "ინტელი" და ზოგადი წარმოდგენა შემექმნა ტრენინგის მომდევნო მოდულებზე.
საინტერესოდ მომეჩვენა პროექტებით სწავლება.
გმადლობთ!