ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში, ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება, ატვირთულ დოკუმენტში ჩასწორებების შეტანა, ასევე, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, რომ არ გამომივიდეს სხვისი ნამუშევრის მიტაცება, მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის ფორმებისა და ინტერნეტში მოძიებული მასალების სანდოობის დადგენა. რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო ამიმაღლა ტექნოლოგიური ცოდნის დონე და საოფისე პროგრამების ცოდნაც გამიღრმავდა. ამას შესანიშნავად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, არა მარტო პროექტების მომზადებაში დამეხმარება, არამედ სხვა აქტივობების განხორციელებაშიც, თან ჩემი მუშაობა ონლაინში აისახება, რაც ჩემს პასუხისმგებლობას გაზრდის, ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა ხომ ამის საშუალებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება...
вторник, 14 октября 2014 г.
მეხუთე დღე

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
1.რატომ გადაწყვიტე ამ პროექტისათვის დაგერქვათ-კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია?
ОтветитьУдалить2.რას ნიშნავს სასიყვარულო სამკუთხედი?
3.შეფასების სქემაში ინფორმაციის ვალდურობაზე რას იტყოდით?
1.ძალიან მომეწონა პროექტის შინაარსი,რომ ადამიანური ფასეულობები უკვდავია.
2.ვფიქრობ, მოსწავლეებს აუმაღლდებათ ესთეთიკური შეხედულებანი
1მასალის სიმწირე ხომ არ იმოქმედებს პროექტის ხარისხზე
გიული, სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი, ალბათ იმიტომ. რომ სიყვარულის თემით მოსწავლეთა მხრიდან მოტივაციას გავზრდიდი...
ОтветитьУдалить- სასიყვარულო სამკუთხედი , სამწუხაროდ, სამკუთხედია, მე, შენ და, და ის...მესამე, რომელიც თამაშს გარეთ დარჩა...
-ჩემი მიზანიც ეს არის, ადამიანურ ფასეულობებზე ფიქრს გადაჩვეული თაობა მივაბრუნო იმ პირველ ქმნილთან, რასაც ღვთიურ არსთან სიახლოვე ჰქვია..
- კი, სამყაროს კიდევ უფრო ლამაზად ჭვრეტას შეძლებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ , მართალი ხარ, მასალა მწირია, თან მეტად, არადა ვერაფერს გამოიგონებ,
ქრონიკას ხომ ვერ შეცვლი...
მადლობა კომენტარისთვის!
თამარ, დამაინტრიგებელი პროექტია, ადამიანურ ფასეულობებს მოკლებულ თაობას სურვილს გაუჩენს ეძებონ კიდევ ერთი და მსგავსი სიყვარულის ისტორიები...
ОтветитьУдалитьმაგრამ მაინტერესებს:
1.ხომ არ გაუჭირდებათ მოსწავლეებს პროექტის ორგანიზება?
2. ძირითადად რომელ წყაროებს დაეყრდნობიან მუშაობისას?
3. პროექტის დაწყებამდე ხომ არ აჯობებდა იმ ადგილების მონახულება სადაც ეს სიყვარული გაიშალა, მათი საფლავების მონახულობა?
ვფიქრობ, ეს მათ მოტივაციასმნიშვნელოვნად აამაღლებს,რარაც ახალს იდუმალს, მიუწვდომელს მისწვდებიან; რადგან სიყვარული არასდროს კვდება,იგი მარადიულია,,, გოგლას დავესესხები:
"ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასტანს შენი მშვენება,
შენ, სიყვარულის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება"
გისურვებ წარმატებებს!